Orbi Bakuriani, გთავაზობთ თანამედროვედ მოწყობილ, კომფორტულ აპარტამენტებს სასიამოვნო დასვენებისა და განტვირთვისთვის. სასტუმრო კომპლექსი მდებარეობს მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დიდველის საბაგიროდან 300 მეტრში. სასტუმროში ფუნქციონირებს: რესტორანი, ბარი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საცურაო აუზი, საუნა, სპა ცენტრი. თქვენს განკარგულებაშია უფასო Wi-Fi, კომფორტული ლიფტები, სამრეცხაო, დაცული ავტოსადგომი.
ტურისტების მიერ ,,წლის აღმოჩენად“ შეფასებული გულთბილი მასპინძლობა
მომსახურების გარანტირებულად მაღალი ხარისხი
თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა
გემოვნებით მოწყობილი, სუფთა და მყუდრო ოთახები
ოჯახური და მშვიდი გარემო
ბაკურიანის განუმეორებელი კლიმატი და არაჩვეულებრივი ხედები
ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ერთნაირად სასარგებლო ყველასთვის, ვინც არ უნდა იყოთ, სპორტსმენი თუ უბრალოდ ბუნების მოყვარული. წიწვოვანი მცენარეებით დაფარული მთები, ულამაზესი პეიზაჟი და ფიჭვის სურნელით გაჯერებული ჰაერი იდეალურია თქვენი ჯანმრთელობის და სიმშვიდის მოსაპოვებლად.
ბაკურიანის ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება და ულტრაიისფერი სხივების მაღალი აქტივობა. ბაკურიანი განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ გაწუხებთ სასუნთქი გზების დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი ან ბრონქული ასთმა. მთის ჰაერი დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე: დაამშვიდებს და ტონუსს შემატებს თქვენს ნერვულ სისტემას, გააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აამაღლებს იმუნიტეტს.
ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს და გამორჩეულია სამთო ინფრასტრუქტურით და სათხილამურო ტრასების მაღალი დონით. თხილამურები, სნოუბორდები, თოვლის მოტოციკლები, ცხენები, მარხილები – შესანიშნავი გასართობია თქვენთვის, მნიშვნელობა არ აქვს სპორტსმენი ხართ, თუ უბრალოდ აქტიური დასვენების მოყვარული.
ბაკურიანში შეხვდებით ევროპაში ყველაზე სანახაობრივ სათხილამურო და სნოუბორდის ტრასებს. კოხტა მიტარბისა და დიდველის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 29.1 კმ-ს შეადგენს. დიდველზე შეგიძლიათ ღამით სრიალიც, რადგანაც გზებზე დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ. „ლედ განათებები“. ბაკურიანში 23 სხვადასხვა სირთულის ტრასა ფუნქციონირებს და ვინც არ უნდა იყოთ, დამწყები, გამოცდილი თუ უბრალოდ მოყვარული, აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერის სათხილამურო ტრასას.